საქართველოს ეროვნული ნაკრების და "სან ხოსეს" შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა "დალასთან" მოგებულ (3:1) შეხვედრაში დუბლი შეასრულა. 25 წლის ფეხბურთელმა მატჩში ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, ხოლო 88-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. "დალასთან" შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ კაშიამ და ყვითელი ბარათი 74-ე წუთზე მიიღო.
ბოლოს "სან ხოსემ" 12 მაისს "მინესოტასთან" გაიმარჯვა და მას შემდეგ გუნდმა MLS-ში სამი ქული პირველად მოიპოვა. "დალასი" დასავლეთ კონფერენციის ლიდერია და შინ აუტსაიდერთან წაგებას არავინ ელოდა.
აღნიშნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილმა 22 მატჩი ჩაატარა და თავი ექვსი გოლით გამოიჩინა. ვაკომ ასევე სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. გურამ კაშია კი გუნდს ივლისში შეუერთდა და უკვე ოთხი მატჩი ჩაატარა.