ფეხბურთი

15:22 | 4.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი: "მათ მითხრეს, რომ ყველაფერი დასრულდა, მე ვთქვი - არა"

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ალბათ იმ ადამიანთა კატეგორიაშია, რომლებიც არასდროს ნებდებიან. შვედმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ტრავმირებული ფეხის ფოტო გამოაქვეყნა. ეს მაშინ, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედში” ირჯებოდა.

იბრას თქმით, მისი კარიერა ყველას დასრულებული ეგონა:

“მათ მითხრეს, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ მე ვთქვი, არა!”, - წერს ზლატანი.

შეგახსენებთ, ვეტერანი შვედი ამჟამად ლოს ანჯელეს “გალაქსის” წევრია და 17 შეხვედრაში 15 გოლის გატანა მოასწრო.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:30 | 04.08.2018
aulol besoi (1291)

ამ სურათზე ფეხი კი არა, ჩემი ხელის შუა თითი უფროა მგონი... რითი გავს ფეხს ნაღდახ, დარწმუნებული ვარ თითის სურათია...

17:08 | 04.08.2018
NRW (9)

არც სხვაგან უჩიოდა გოლების გატანას

16:10 | 04.08.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

არ გინდა ზლატან ზედმეტი ტრაბახი. ბოლობოლო ჩრდილოამერიკულ ჭუჭუ-ლიგაში ყრი მაგ გოლებს პანტაპუნტით, სხვაგან ხომ არა ?

0.113495