ფეხბურთი

18:57 | 4.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

სამუელ ეტო'ო თავისუფალია

ცნობილი კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტო’ო თავისუფალი აგენტია. 37 წლის ფეხბურთელმა “ქონიასფორთან” კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და კლუბი დატოვა. ამის შესახებ თურქული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

ეტო’ო “ქონიასფორს” გასულ ზამთარს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კამერუნელმა განვლილ 6 პერიოდში 14 თამაშში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ვეტერანი ფორვარდი, რომელსაც სხვა და სხვა დროს “რეალის”, “მალიორკას”, “ბარსელონას”, “ინტერისა” და “ჩელსის” რიგებში უთამაშია.

0.106118