ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ლივერპულის” მეკარის, ლორის კარიუსის საშინელი თამაშის შემდეგ ყველა მისი კოლეგის შეცდომაზე გერმანელი ახსენდებათ.
სოციალურ ქსელსა და საერთოდ ინტერნეტში ბევრ მსგავსი შინაარსის კომენტარი ამოიკითხავდით: “კარიუსი დაემართა”...
მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან ცუდი შთაბეჭიდილება ესპანელმა დავიდ დე ხეამ დატოვა და ოგორც ჩანს, თანაგუნდელებსაც ამაზე კარიუსი გაახსენდათ. საქმე ისაა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “რეალის” ამხანაგური მატჩის დაწყებამდე “სამეფო კლუბის” შემტევი მარკო ასენსიო თანამემამულეს გაეხუმრა და კარიუსი დაუძახა.
როდესაც ასენსიო დე ხეას შეხვდა, მიმართა: “კარიუს, კარიუს, კარიუს”...