მიუნხენის “ბაიერნმა” ახალწვეული ლეონ გორეცკა წარადგინა. 23 წლის ფეხბურთელმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ წინადადებები სხვა გუნდებიდანაც ჰქონდა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთა:
“მე ვფიქრობდი საუკეთესო არჩევანზე დიდი ხნის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ “ბაიერნი” სწორედ, რომ საუკეთესოა. მე მქონდა რამდენიმე ვარიანტი და ყველა სათანადოდ შევაფასე”, - განაცხადა გორეცკამ.
გერმანელი ფეხბურთელი, რომელიც აქამდე გელზენიკირხენის “შალკეს” ლიდერი იყო, “ალიანც არენაზე” 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.