ფეხბურთი

20:59 | 3.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ვიდალის დამატებასთან ახლოსაა

"ბარსელონას" სატრანსფერო კომიტეტის წევრის არიედო ბრაიდას განცხადებით, კლუბი "ბაიერნის" ნახევარმცველის არტურო ვიდალის ტრანსფერთან ახლოსაა.

"ვიდალის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. ვიმედოვნებთ, რომ მოულოდნელობები არ გვექნება." - ციტირებს ბრაიდას სიტყვებს MRC Sport-ი.

ესპანური მედიის ინფორმაციით "ბარსელონა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევრომდე გადაიხდის. არტურო გერმანულ კლუბს 2015 წელს "იუვენტუსიდან" შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 124 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123053