ლუკა მოდრიჩი მადრიდის “რეალის” დატოვებას აპირებს. ამ მიზეზით 32 წლის ხორვატი ნახევარმცველი კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან შეხვედრას გეგმავს, სადაც შეეცდება დაარწმუნოს, რომ “ინტერში” გაასხვისოს.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მოდრიჩი მზადაა “ნერაძურიში” გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის შემცირებასაც კი დასთანხმდეს. თუმცა, ჯანლუკა დი მარციოს ბლოგი გვამცნობს, რომ “ინტერი” ხორვატს 9-დან 11.5 მილიონ ევრომდე სთავაზობს ანაზღაურებას.
თავის მხრივ, პერესს მოდრიჩის გასხვისება არ სურს და ფეხბურთელს 750 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა შესაძლოა მოვლენების განვითარება მოდრიჩთან შეხვედრამ მკვეთრად შეცვალოს.
აქვე გეტყვით, რომ მოდრიჩს "რეალთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.