ფეხბურთი

0:20 | 3.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურა" ევროპა ლიგას დაემშვიდობა

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "ჩიხურა" "მარიბორის" სტუმრად დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე სლოვენიური გუნდი გავიდა.

სლოვენიელებმა მეტოქის გატეხვა 70-ე წუთზე შეძლეს, როდესაც დინო ჰამზიჩის კარი ლუკა ზაჰოვიჩმა აიღო. ამის შემდეგ "ჩიხურას" უკვე დასაკარგი არაფერი ჰქონდა და ცდილობდა მწვავედ შეეტია, რამდენიმე მომენტი ფრუიძის გუნდს ჰქონდა, თუმცა გოლი არ გავიდა. საბოლოოდ, მატჩის ბოლოდ შეტევაში გადასულმა "ჩიხურას" ფეხბურთელებმა ბურთი მეტოქეს ჩააბარეს, მესანოვიჩმა კონტრშეტევაზე კარგად ითამაშა და კართან მარტოდ დარჩენილ ტავარესს უპასა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მარიბორი - ჩიხურა 2:0 (0:0)

მარიბორი: ჰანდანოვიჩი, შულერი, ივკოვიჩი, ვილერი, პიჰლერი, დერვისევიჩი, ვრჰოვეჩი, ჰოტიჩი (ვრსიჩი 89), ბაიდე (მესანოვიჩი 75), ტავარესი, ზაჰოვიჩი (კრეტუ 86)

მწვრთნელი: დარკო მილანიჩი

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი, მირცხულავა, ჩიკვაიძე (ჩიხლაძე 81), ბუღრიძე, მარკოზაშვილი, კაკუბავა (ბუხაიძე 86), კახაბრიშვილი (მეგრელიშვილი 66), სარდალიშვილი, გაბედავა

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0 ზაჰოვიჩი (70), 2:0 ტავარესი (90+6)

0.115443