ფრანგმა საყრდენმა ნახევარმცველმა აბდულაი დუკურიმ "უოტფორდთან" კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
გასულ სეზონში დუკურიმ პრემიერლიგაში 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ სეზონში კლუბმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აბდულაი დაასახელა და ასევე, დუკურის თანაგუნდელებმაც საუკეთესოდ ფრანგი მიიჩნიეს.
"უოტფორდმა" დუკური 2016 წელს "რენიდან" დაიმატეს და ნახევარი სეზონით "გრანადაში" გაანათხოვრეს. აბდულაის სატრანსფერო ღირებულება გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგის შემდეგ 6-დან 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა.