რომის “ლაციომ” ერთბაშად ორი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ხოაკინ კორეა და მილან ბადელი ამიერიდან “არწივთა” ღირსებას დაიცავენ.
ბადელი, რომელიც ბოლოს ფლორენციის “ფიორენტინაში” თამაშობდა, “ლაციოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 4-წლიანი კონტრაქტს მოაწერა ხელი.
არგენტინელი ხოაკინ კორეას სანაცვლოდ კი “სევილიამ” 16 მილიონი ევრო მიიღო და რომაელებს ბედი 5 წლით დაუკავშირა.