ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი ედინსონ კავანის შესახებ საუბრობს. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, კავანი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და პარიზის დატოვებას არ აპირებს.
“მე ვესაუბრე კავანის და წასვლის სურვილის შესახებ არაფერი უთქვამს. ვფიქრობ, ედინსონი ჩვენთან დარჩება”, - განაცხადა ტუხელმა.
ურუგვაელ თავდამსხმელმს პსჟ-სთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. ბოლო პერიოდში “ელ მატადორს” მადრიდის “რეალთან” აკავშირებენ.