ფეხბურთი

18:56 | 30.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" ლემარი წარადგინა

მადრიდის “ატლეტიკომ” ფრანგი ახალწვეული ტომას ლემარი ოფიციალურად წარადგინა. 22 წლის შემტევი ახალ გუნდში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. “როხიბლანკომ” ლემარი ფრანგული “მონაკოდან” 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა.

გასულ სეზონში ლემარმა მონეგასკთა რიგებში 36 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო. საფრანგეთის ნაკრებში კი 13 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი და ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

0.120146