გასულ მატჩებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოთამაშე ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, თად მაკფადენმა ჩინეთში 56 ქულა ჩააგდო. ეს გამორჩეული შედეგი ქართული პასპორტის მქონე კალათბურთელმა ჩინეთის რანგით მეორე (NBL) ლიგაში დააფიქსირა.
მაკფადენი 2 კვირის წინ ესპანეთის უმაღლესი ლიგის კლუბმა – “ტენერიფე იბეროსტარმა” გაიფორმა, თუმცა იმ შეთანხმებით, რომ თადი ჩინეთში თამაშს დაასრულებდა. ჩინეთში უმაღლესად ითვლება პროფესიონალური – CBA ლიგა, რომელიც სეზონს შემოდგომაზე დაიწყებს. ხლა კი მიმდინარეობს ჩინეთის ეროვნული ლიგის გათამაშება, რომელშიც თად მაკფადენი “ჩონგქინგის” ღირსებას იცავს. 21-ე ტურის მატჩში მაკფადენის გუნდი “ჰეფეის” შეხვდა და 133:125დაამარცხა. სწორედ ამ შეხვედრაში ჩააგდო ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა 56 ქულა. თადმა 14-დან 12 ორქულიანი, 21-დან 8 სამიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. 56 ქულასთან ერთად მაკფადენს 8 მოხსნა, 6 პასი და 5 ჩაჭრა ჰქონდა. ამ შედეგის გამო მაკფადენი კვირის მოთამაშედ დაასახელეს.
გუშინ გამართულ 22 ტურის მატჩში “ჩონგქინგი” “ანჰუის” ესტუმრა და 91:128 დამარცხა. ამ მატჩში მაკფადენმა 41 ქულა და 8 ჩაჭრა მოაგროვა. 6 მოგებითა და 14 წაგებით მაკფადენის გუნდი 15-გუნდიან ლიგაში მე-12 ადგილზეა.
GBF.GE