იტალიის ეროვნული ნაკრების და "ნიცას" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი "ნაპოლის" ინტერესის სფეროში არაა. იტალიური მედია მარიო ნეაპოლურ გუნდს უკავშირებდა, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა აღნიშნულ შესაძლოა ტრანსფერს ჭორი უწოდა.
"მერტენსი გუნდს არ დატოვებს და ანხელ დი მარიას არ შემოგვიერთდება. ბალოტელზე კი წლებია უკვე უარს ვამბობ და მისი ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია ჭორია." - განუცხადა აურელიომ რადიო Kiss Kiss-ს.
ბალოტელიმ გასულ სეზონში "ნიცას" რიგებში ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა. მარიო კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს.