ჩოგბურთი

21:38 | 28.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ფინალში გავიდა და 50-ეულში ადგილი დაიბევა

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგში მიმდინარე გერმანიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში ჩილელი ნიკოლას იარი 7:5, 0:6, 6:1 დაამარცხა და ფინალში ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს არგენტინელ ლეონარდო მაიერს შეხვდება. ქართველმა პირველად შეძლო ATP-ის 500-ქულიანი ტურნირის ფინალში გასვლა.

განვლილი შეხვედრა ნიკოლოზმა ცუდად დაიწო, რადგან მეხუთე გეიმში დაბრეიკდა. იარი 4:3-ს იგებდა, როდესაც ამინდის გაუარესების გამო მატჩი დროებით შეწყდა. შეხვედრის განახლების შემდეგ ნიკოლასმა საკუთარ მოწოდებაზე მოიგო და 5:3 გახდა ანგარიში. მეცხრე გეიმში კი ჩილელი 40:0 იგებდა, თუმცა ბასილაშვილმა ამის შემდეგ ჩინებულად ითამაშა და თამაში შემოატრიალა: ნიკოლოზმა ზედიზედ ხუთი გათამაშება მოიგო და ანგარიში 4:5 გახდა. ამის შემდეგ კი ზედიზედ ორ გეიმში ქართველმა რვა გათამაშება მოიგო და მეტოქემ ქულა მხოლოდ ორჯერ აიღო. მე-12 გეიმი კი საგრძნობლად გაიწელა, იარის ტაი -ბრეიკზე სეტის გადაყვანა სურდა, თუმცა ნიკოლოზმა მაინც გაიმარჯვა - 7:5.

მეორე სეტი საკმაოდ უცნაურად წარიმართა, რადგან ფსიქოლოგიური უპირატესობა ბასილაშვილს ჰქონდა, რადგან ზედიზედ 4 გეიმი მოიგო, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, სამხრეთამერიკელმა ჩინებულად ითამაშა და 6:0 მოიგო. მესამე სეტში კი პირიქით მოხდა ყველაფერი, ამჯერად იარის არ წაუვიდა თამაში და ნიკოლოზმა ეს კარგად გამოიყენა: ზედიზედ ორი ბრეიკის შემდეგ ნიკოლოზი 5:0 დაწინაურდა და საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება არ გაუჭირდა - 6:1.

ასეთი დონის ტურნირის ფინალში ბასილაშვილი პირველად გავიდა და კარიერაში საუკეთესო თამაშს აჩვენებს. ფინალში ნიკოლოზის მეტოქე მოქმედი ჩემპიონი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში იოზეფ კოვალიკი მძიმე ბრძოლაში 6:7, 6:4, 7:6 დაამარცხა. ფინალში გასვლით ნიკოლოზმა უკვე დაიმსახურა 300 ქულა და ამჟამად კარიერის სარეკორდო, 45-ე ადგილზე იმყოფება. იმ შემთხვევაში თუ ნიკოლოზი მაიერს დაამარცხებს, მაქსიმუმ 35-ე პოზიციამდე დაწინაურდება და ირაკლი ლაბაძის მიერ მიღწეულ შედეგს (42-ე ადგილი) გააუმჯობესებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116274