დანიის სუპერლიგის მესამე ტურში "ესბიერგი" მოქმედ ჩემპიონ "მიდტიულანდს" შეხვდა. დანიის საუკეთესო გუნდმა მეტოქე 3:1 დაამარცხა.
"ესბიერგის" მხრიდან ეს ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა. ქართველმა ნახევარმცველმა 45-ე წუთზე, დაახლოებით 30 მეტრიდან ერთი შეხებით მეტოქის კარის ცხრიანში გაახვია ბურთი. გოლი მართლაც ბრწყინვალე გამოდგა, ისეთი ნებისმიერი რანგის შეხვედრასა და ხარისხის ფეხბურთელს რომ დაამშვენებდა...