ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” შემტევი ნახევარმცველი გონსალო გედეში გუნდის დატოვებას ცდილობს. Super Deporte-ს ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელი თავის მომავალს, ესპანეთში და კერძოდ, “ვალენსიაში” ხედავს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში “ღამურები” აქტიურად ცდილობენ პარიზელები პორტუგალიელის გაყიდვაზე დაითანხმონ, მაგრამ პსჟ ფეხბურთელის სანაცვლოდ სარფიან წინადადებას ითხოვს. თავის მხრივ, გედეში სურვილი მხოლოდ და მხოლოდ, “მესტალიაზე” თამაშია.
გონსალო გედეშმა გასული სეზონი სწორედ “ვალენსიაში” გაატარა იჯარის წესით და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ლა ლიგაში 33 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანაც შეძლო.