დორტმუნდის “ბორუსია” მზადაა ამერიკელი შემტევი კრისტიან პულიშიჩი გაასხვისოს თუ შესაბამის წინადადებას მიიღებს. Bild-ის ცნობით, გერმანული გუნდის ბოსები 19 წლის ფეხბურთელს 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.
ცნობილია, რომ პულიშიჩის სამსახურით ლონდონის “ჩელსი”, “ლივერპული” და მადრიდის “რეალი” არიან დაინტერესებულნი.
გასულ სეზონში პულიშიჩმა ბუნდესლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.