ფეხბურთი

13:41 | 28.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" აზარზე უარი თქვა

მადრიდის “რეალი” ედენ აზარის ტრანსფერზე მუშაობას ასრულებს. As-ის ინფორმაციით, ხულენ ლოპეტეგი გუნდის აწყობას ისკო ალარკონის ირგვლივ აპირებს და აზარის საჭიროებას ვერ ხედავს.

შედეგად, მადრიდელები უარს ამბობენ ბელგიელი ვარსკვლავის ყიდვაზე. ამასთან, ესპანური გამოცემა იუწყება, რომ აზარი არათუ “ჩელსიში” დარჩება, არამედ მაურიციო სარი მას კაპიტნის სამკლავურსაც ჩააბარებს.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუს “რეალიდან” წასვლის შემდეგ აქტიურად იწერებოდა აზარის “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასვლის შესახებ, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი შეიცვალა.

0.112571