ფეხბურთი

17:55 | 27.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკომ" რუსი ფეხბურთელი გაიფორმა

მოსკოვის ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი ალექსანდრ გოლოვინი კარიერას “მონაკოში” გააგრძელებს. ამის შესახებ ფრანგული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მონეგასკებმა 30 მილიონი ევრო გაიღეს და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. გოლოვინის ხელფასი წელიწადში 2 მილიონი იქნება და 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ რუსი ფეხბურთელით “იუვენტუსი” და “ჩელსიც” იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ “მონაკომ” ცსკა-ს უფრო მეტი შესთავაზა.

ალექსანდრ გოლოვინმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115172