ფეხბურთი

12:51 | 26.07.2018 | ნანახია NaN - ჯერ

"მილანის" დიდი არჩევანი

იტალიური “მილანი” “ჩელსიდან” ალვარო მორატას დამატებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Italia ავრცელებს.

“იუვენტუსის” ყოფილ თავდამსხმელს იტალიაში დაბრუნება სურს და “არისტოკრატები” 25 წლის ფორვარდში 65-70 მილიონ ევროს ითხოვენ.

ლეონარდო, რომელიც “როსონერის” სპორტული დირექტორის თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა და ტრანსფერებზე მუშაობს, მორატას გარდა “შავ-წითლებში” იგუაინისა და რადამელ ფალკაოს კანდიდატურებსაც მოიაზრებს.

აქვე გეტყვით, რომ ლეონარდო ტურინის “იუვენტუსის” წარმომადგენლებს შეხვდა და ლეონარდო ბონუჩის “ბებერ ქალბატონში” დაბრუნებაზეც ისაუბრეს, რომლის სანაცვლოდაც მატია კალდარას დამატება მოითხოვა, თუმცა ანიელიმ ამ შეთავაზებას არასერიოზული უწოდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:20 | 22.01.2016
wakako1988 (232)

რა ტინო კოშტა ლუკას ლიმა გეყიდათ თქვენიიიიიიიიიიიი. გამაზეს ჩემპიონობა და ეგარი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124807