მადრიდის “რეალი” კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელის ძიებაშია. As-ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბმა” ორიენტირი პარიზისკენ აიღო, სადაც პსჟ-ს ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი ეგულება.
ესპანური გამოცემის ცნობით, “რეალი” მზადაა კავანის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს ფარგლებში გაიღოს და ამ წინადადების უარყოფა პარიზელებს გაუჭირდებათ.
ჯერჯერობით სხვა კონკრეტული დეტალები არ ხმაურდება. თავის მხრივ, ხსენებული წყარო იმასაც წერს, რომ თუ კავანის ტრანსფერზე არაფერი გამოვიდა, “რეალი” “ვალენსიას” ესპანელი ფორვარდის, როდრიგოს გადაბირებას ეცდება, რომლის ფასი 70-80 მილიონს შეადგენს.