კატალონიის “ბარსელონამ” “ბორდოს” ბრაზილიელი შემტევ მალკომი ოფიციალურად გაიფორმა. როგორც “ბლაუგრანას” ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.
“ბორდომ” 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 41 მილიონი ევრო მიიღო, რასაც სამომავლოდ ბონუსებიც დაემატება.
აღსანიშნავია, რომ მალკომი და “ბორდო” იტალიურ “რომასთან” იყვნენ შეთანხმებულნი, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს, რადგან “ბარსელონასგან” უკეთესი წინადადება მიიღეა.
მალკომმა გასულ სეზონში ლიგა 1-ში 35 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.