ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლა ლიგის 2018/2019 წლების სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა.
გათამაშება სტარტს 19 აგვისტოს აიღებს და პირველივე ტურში საკმაოდ საინტერესო ჯახი შედგება: “ვალენსია” “მესტალიაზე” “ატლეტიკოს” უმასპინძლებს.
“რეალი” სეზონს “ხეტაფესთან” საშინაო მატჩით გახსნის, ხოლო “ბარსელონა” “ალავესს” უმასპინძლებს.
სეზონის პირველი ელ კლასიკო 28 ოქტომბერს “ნოუ კამპზე” გაიმართება, ხოლო “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3 მარტს შედგება.
ლა ლიგის 2018/2019 წლების სეზონი 19 მაისს დასრულდება.