პაოლო მალდინი შესაძლოა მშობლიურ “მილანში” დაბრუნდეს. Corriere Della Sera-ს ინფორმაციით, “როსონერის” ახალი ხელმძღვანელობა ლეგენდარული ფეხბურთელის “სან სიროზე” დაბრუნებას აპირებს და შესაბამისი წინადადებაც გამზადებული აქვს.
მალდინი უახლოეს ხანებში შეთავაზებას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მიიღებს, რაზეც უარის თქმა წყაროს ინფორმაციით, პაოლოს გაუჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “მილანი” ამერიკული კომპანიის Eliot Management-ის მფლობელობაში გადავიდა, რასაც ძირეული ცვლილებებიც მოჰყვა. გუნდს ახალი პრეზიდენტი ჰყავს და ამასთან სპორტული და გენერალური დირექტორებიც დაითხოვეს.
რაც შეეხება მალდინის, შავ-წითელთა მაისურით 1984-2009 წლებში თამაშობდა. პაოლოს “მილანში” აქამდეც ეპატიჟებოდნენ, მაგრამ ლეგენდარული ფეხბურთელი კლუბში დაბრუნებისგან თავს იკავებდა.