ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზლატკო დალიჩი ხელფასით უკმაყოფილოა, როგორც ბალკანელმა სპეციალისტმა განაცხადა, მიის ანაზღაურება მინიმუმ 4 მილიონი ევრო მაინც უნდა იყოს, რადგან ამჟამად მსოფლიოში მეორე მწვრთნელია.
“მოგწონთ თუ არა, მე მსოფლიოში მეორე მწვრთნელი ვარ და ჩემი ანაზღაურება აბსოლუტურად არ შეესაბამება ამ შედეგს. კონტრაქტი კიდევ ორი წელი მაკავშირებს, ვნახოთ რა მოხდება. ვწუხვარ, რომ მსოფლიოს ჩემპიონები არ ვართ, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გულისტკივილი იქნება. ჩვენ არ დავმარცხებულვართ უფრო ძლიერ გუნდთან, არამედ წავაგეთ გუნდთან, რომელსაც უფრო მეტად გაუმართლა. ეს ტკივილი არასდროს გაივლის”, - აღნიშნა დალიჩმა.
შეგახსენებთ, რომ დალიჩმა ხორვატიის ნაკრები 2017 წლის შემოდგომაზე ჩაიბარა და გუნდი ცოტა ხნის დასრულებულ მუნდიალზე ფინალში გაიყვანა.