ფეხბურთი

12:20 | 24.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

GDS - ბონუჩი "იუვენტუსში" ბრუნდება

იტალიური “მილანის” კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი შესაძლოა ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნდეს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, 31 წლის მცველს ყოფილ გუნდში დაბრუნება სურს და ტრანსფერის წინააღმდეგი არც “როსონერია”.

შედეგად, მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს ხანებში ვარაუდობენ. იტალიური მედიის ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ ბონუჩი გონსალო იგუაინის ტრანსფერში იქნას ჩართული. არახალია, რომ “მილანი” არგენტინელი ფორვარდის შეძენითაა დაინტერესებული.

წყაროს გვამცნობს, რომ ბონუჩის ტურინში დაბრუნება ჯერ კიდევ იანვარში სურდა, მაგრამ პრობლემა ხელფასში წარმოიშვა: ლეონარდო ლომბარდიის დედაქალაქში 10 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს, ხოლო "იუვენტუსში" ასეთი ანაზღაურება გარანტირებული არ ექნება.

აქვე გეტყვით, რომ ბონუჩი “მილანში” 1 წლის წინ სწორედ “იუვენტუსიდან” გადავიდა და შავ-წითელთა მაისურით 51 შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112707