ლოს ანჯელეს "გალაქსის" ლეგენდარული შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხმაურიანი განცხადებებით ყოველთვის გამოირჩეოდა და ამ მხრივ არც ამერიკაში ირცხვენს თავს.
ადგილობრივი ჟურნალისტები იბრას დაეკითხნენ, რამდენად შეიცვალა შენი სათამაშო სტილიო, რაზეც ზლატანს უცნაური პასუხი აღმოაჩნდა:
“არ ვიცი, მაგრამ ამერიკელებს გაუმართლათ: აქ 10 წლის წინ, რომ ჩამოვსულიყავი, ახლა ამერიკის პრეზიდენტი ვიქნებოდი”, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.