გამოცდილი მეკარე ანტონიო ადანი “ატლეტიკოს” ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია “როხიბლანკოს” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
მადრიდულმა კლუბმა 31 წლის კიპერთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მის სანაცვლოდ “ბეტისმა” 1 მილიონი ევრო მიიღო.
შეგახსენებთ, რომ “რეალის” ყოფილი მეკარე “ბეტისის” ღირსებას გასული 4.5 წელი იცავდა და სევილიელთა მაისური 165-ჯერ მოირგო, თუმცა კლუბში პაუ ლოპესის და ხოელ რობლესის მისვლის შემდგომ, კლუბში მისი ადგილი აღარ დარჩა.