დაიწყო პოლონეთის ექსტრაკლასას 2018-2019 წლების სეზონი და პირველი ქართული გოლიც გავიდა. გიორგი მერებაშვილმა სეზონის სტარტზევე გამოიჩინა თავი.
"ვისლა" საკუთარ მოედანზე პოზნანის "ლეხთან" 1:2 დამარცხდა და მეორე გოლი 89-ე წუთზე გაუშვა. იქამდე, 77-ე წუთზე კი ანგარიში სწორედ ქართველმა შემტევმა გაათანაბრა. გიორგი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 58-ე წუთიდან გამოჩნდა.
ჩვენებურის გოლი ორმაგად სასიხარულოა, რადგან არცთუ დიდი ხნის წინ ტრავმა ჰქონდა და სეზონის გოლით დაწყება მნიშვნელოვანია.