უკრაინის ეროვნულ ნაკრების 2020 წლის აგვისტომდე კვლავ ანდრეი შევჩენკო გაწვრთნის. როგორც უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება, აღნიშნულ ორგანიზაციას და შევჩენკოს შორის კონტრაქტი ორი წლით გახანგრძლივდა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ანდრეის თანაშემწეები კვლავ ანდრეა მალდერა, პედრო ლუის იარო რეგუერო და მაურო ტასოტი იქნებიან.
შევჩენკომ უკრაინის ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა. ანდრეის გაწვრთნილმა გუნდმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა, მიუხედავად ამისა ფედერაცია 41 წლის სპეციალისტს მაინც ენდობა. ანდრეის ხელმძღვანელობით უკრაინამ 17 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ცხრა მოიგო და ოთხი მატჩი ფრედ დაასრულა.