ფეხბურთი

20:29 | 21.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

დოსტი "სპორტინგში" დაბრუნდა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ბას დოსტი "სპორტინგში" დაბრუნდა და ლისაბონურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია პორტუგალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გასული სეზონის დასრულებამდე კლუბის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ბრუნუ დე კარვალიუმ 19 ფეხბურთელს ვარჯიში აუკრძალა, ასევე აგრესიული გულშემატკივრები ბაზაზე შეიჭრნენ და დოსტმა რამდენიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნული ამბების გამო, ბასმა ივნისში კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

კლუბის ახალმა ხელმძღვანელობამ კი დოსტი კვლავ დააბრუნა გუნდში. ჰოლანდიელი ლისაბონელებს 2016 წელს "ვოლფსბურგიდან" შეუერთდა და ორი სეზონის განმავლობაში ჩატარებულ 90 მატჩში 70 გოლი გაიტანა.

0.124702