იტალიური “მილანის” ხელმძღვანელობაში ცვლილებებია. როგორც დღეს კლუბის აქციონერთა შეხვედრაზე გაცხადდა სტრუქტურაში რამდენიმე ცვლილება მოხდა.
რაც მთავარია გუნდს ახალი პრეზიდენტი ჰყავს – პაოლო სკარონი. 71 წლის იტალიელი წარსულში ნავთობისა და გაზის ცნობილი კომპანიის Eni-ს გენერალური დირქეტორი იყო.
ამრიგად, პრეზიდენტის პოსტი დატოვა იონჰონ ლიმ. მასთან ერთად გაათავისუფლეს აღმასრულებელი დირექტორი მარკო ფასონეც.
შეგახსენებთ, რომ ფინანსური პრობლემების გამო ცოტა ხნის წინ “მილანი” ამერიკული კომპანიის, Eliot Management-ის მფლობელობაში გადავიდა.