"უოტფორდის" შემტევი რიშარლისონი შესაძლოა "ევერტონის" ფეხბურთელი გახდეს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, კლუბებს შორის მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს და ლივერპულელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.
ბრაზილიელი ფეხბურთელი "უოტფორდმა" 2017 წელს გაიფორმა და მაშინ გუნდის მთავარი მწვრთნელი მარკო სილვა იყო. ახლა, პორტუგალიელი სპეციალისტი "ევერტონს" წვრთნის და სამხრეთამერიკელის დამატება მას სურს.
გასულ სეზონში რიშარლისონმა პრემიერლიგაში 38 შეხვედრა ჩაატარა და თავი ხუთ-ხუთი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. "უოტფორდში" გატარებული პერიოდის განმავლობაში ბრაზილიელის სატრანსფერო ღირებულება 7-დან 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა.