“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ფრანგი ნახევარმცველის კარგი თამაში მეტწილად საკუთარ დამსახურებას მიაწერა.
“ვიმედოვნებ, რომ პოგბას ესმის თუ რატომ ითამაშა ნაკრებში კარგად, განსაკუთრებით ჯგუფური ეტაპის შემდგომ. ამისთვის მე ყველაფერი გავაკეთე.
ვფიქრობ, რომ პოგბას დონე სრულიად შეესაბამებოდა ჩემპიონ გუნდს და ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს ჩემს ფეხბურთელებს, რომლებიც სხვადასხვა ნაკრებებში თამაშობდნენ სასიამოვნო მესიჯებს ვუგზავნიდი. მათ სჭირდებოდათ, რომ ფოკუსირება ეროვნულ გუნდზე მოეხდინათ.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ, პოგბამ განსხვავებული მესიჯი მიიღო, რადგან მან აღნიშნული ტურნირი მოიგო”, - განაცხადა მოურინიომ.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო დროს აქტიურად იწერება თითქოს პოლ პოგბასა და პორტუგალიელს შორის ურთიერთობა დაიძაბა და 25 წლის ნახევარმცველს ტურინის “იუვენტუსში” გადასვლა სურს.