ფეხბურთი

18:46 | 18.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზლატკო დალიჩი პოლიტიკოსებს: "თავი დაანებეთ ხორვატი ფეხბურთელებით ქულების დაწერას!"

ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზლატკო დალიჩი ხორვატ პოლიტიკოსებს მიმართავს და ამბობს, რომ ფეხბურთელების ხარჯზე ქულების დაწერას თავი დაანებონ.

ზლატკო დალიჩმა სოციალურ ქსელში სკამოდ ვრცელი წერილი გამოქვეყნა:

“მსოფლიოს ჩემპიონატმა აჩვენა, რომ ყველას თანაბარი შანსი აქვს წარმატების მიღწევის. ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის ბიუჯეტს, მოსახლეობის რაოდენობას, სტადიონებსა და ინფრასტრუქტურას.

ხორვატიაში დღეს რთული მდგომარეობაა. ქვეყანა ევროკავშირის წევრია, მაგრამ იმაზე უარესი ვითარებაა, ვიდრე ბოლო მსოფლიო კონფლიქტის დროს. ხორვატია ძალიან ცუდი ადამიანები მართავენ. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანა მილიონობით ადმაიანმა დატოვა. პენსიები დაბალია, ახალგაზრდებს არ აქვთ პერსპექტივა.

მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკოსს, რომ არ მოახდინონ მანიპულირება ჩვენით, ფეხბურთელებით. ჩვენ არ მივესალმებით იმას, რომ პოლიტიკოსები ხორვატიის ნაკრებით მაისურებით გამოცხადნენ სახელმწიფო სხდომებზე. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია ევროპაში და მდიდრები მხოლოდ თქვენ ხართ. გვყავს ბავშვები, რომელთაც ზღვა არასდროს უნახავს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 1000 კილომეტრზე მეტი სანაპიროებს უკავია. ჩვენ გვყავს შვილები, რომლებიც შიმშილობენ, რადგან მათ მშობლებს საჭმლის ფული არ აქვთ.

ხორვატი ფეხბურთელები ჩვენი საზოგადოების გვერდით დგანან. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებულ ჰონორარს ისინი მთლიანად სპეციალურ ფონდში გადარიცხავენ, რომელიც სოციალურად დაუცველ ბავშვებს აფინანსებს. გარდა ამისა, ხორვატ ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მინიმუმ 7 დღე ზღვაზე გაატარონ. ეს არის მინიმუმი, რისი გაკეთებაც ფეხბურთელებს შეუძლიათ ჩვენი თანამემამულეებისთვის”, - დაწერა დალიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრების გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებთან, ხორვატი პოლიტიკოსები სამსახურში ნაკრების მაისურში გამოწყობილნი მივიდნენ.

საგულისხმოა ისიც, რომ მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ დალიჩის განცხადება რეალური არ იყო და ფეისბუქის ფეიკგვერდზე სხვა ადამიანმა გაავრცელა წერილი.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლებს დაეუფლა და მხოლოდ ფინალში განიცადა მარცხი საფრანგეთის ნაკრებთან (2:4).

0.11314