საფეხბურთო კლუბ “რუსთავმა 4 ახალწვეული დაიმატა. როგორც გუნდის ფეისბუქგვერდი იტყობინება ქვემო ქართლელებს გიორგი ხიდაშელი, თეიმურაზ ღონღაზე, ელგუჯა ლობჯანიძე და რაფაელ ჩუკურა შეუერთნენ.
ამჟამად “რუსთავი” მარტყოფში იმყოფება შეკრებაზე. აქვე გეტყვით, რომ გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი – ირაკლი კლიმიაშვილი დაუბრუნდა, რომელიც იჯარით მარტვილის “მერანში” იმყოფებოდა.