ფეხბურთი

1:39 | 18.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

როინ კვასხვაძე: "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ"

ქუთაისის "ტორპედო" დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ტირასპოლის "შერიფს" დაუპირისპირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით მატჩისწინ კომენტარი გააკეთა ქუთაისელთა კაპიტანმა როინ კვასხვაძემ.

"სამი დღეა ტირასპოლში ვართ და ვემზადებით ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის. 2:1 არ არის ის ანგარიში, რომელიც წყნარად ყოფნის საშუალებას მოგვცემს, ამიტომ მატჩს სრული სერიოზულობით ვეკიდებით.

"შერიფი" ძალიან კარგი გუნდია და ვიცით, რომ იოლი შეხვედრა არ გველის, თუმცა ყველაფრისთვის მოვემზადეთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენ გავალთ. საამისოდ, ფეხბურთელები ყველაფერს ვიზამთ", - ციტირებს კვასხვაძის სიტყვებს "ტორპედოს" ვებგვერდი.

ტირასპოლის "შერიფისა" და "ტორპედოს" შეხვედრა 18 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, საქართველოს ჩემპიონმა ქუთაისში, გიორგი ქიმაძისა და გიორგი კუხიანიძის გოლებით 2:1 გაიმარჯვა.

0.116822