საქართველოს კალათბურთის ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშე თად მაკფადენი საბერძნეთის 2017/18 სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.
საბერძნეთის ჩემპიონატის განვლილი სეზონის სიმბოლური ხუთეული ასე გამოიყურება:
თად მაკფადენი ("კიმისი"), ნიკ კალატესი ("პანათინაიკოსი"), კრის სინგლტონი ("პანათინაიკოსი"), მაკენზი მური ("ლავრიონი"), ნიკოლა მილუტინოვი ("ოლიმპიაკოსი").
მაკფადენი განვლილ სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 17.7 ქულას, 4 პასს, 3 მოხსნას და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა.