ფეხბურთი

15:00 | 17.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბლინდი "აიაქსში" დაბრუნდა

ჰოლანდიის ნაკრების მცველი დელეი ბლინდი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას “აიაქსში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია “მანჩესტერ იუნაიტედის” ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბლინდმა მშობლიურ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო არაოფიციალური ცნობით, ინგლისელებმა 18.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ბლინდი “აიაქსის” აკადემიის აღზრდილია და “იუნაიტედში” 2014 წელს სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა. გასულ სეზონში ბლინდმა 16 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

0.124488