ხორვატიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან წააგო (2:4) და სამშობლოსი ოქროს თასი ვერ ჩაიტანა. მაგრამ, ჩაიტანა ვერცხლის მედლები და ეს შედეგიც განსაკუთრებული იყო ამ ქვეყნისთვის.
ხორვატიას აქამდე ერთხელ ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მუნდიალზე მოპოვებული 20 წლის წინ და ეს მიღწევა გააუმჯობესა. ლოგიკურია, რომ რუსეთში მიღწეული ზლატკო დალიჩის გუნდს დაუფასეს, დადებითად შეუფასეს და სამშობლოშიც ღირსეულად დახვდნენ.
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დიდი ზეიმი გაიმართა და ათი-ათასობით ხორვატიც ქუჩაში გამოვიდა, რომ ტავიანთი გმირები აპლოდისმენტებითა და ოვაციებით დაეჯილდოვებინათ...