ფეხბურთი

12:33 | 17.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" ვიდას ეპატიჟება

მადრიდის “ატლეტიკო” სტამბოლის “ბეშიქთაშისა” და ხორვატიის ნაკრების მცველ დომაგოი ვიდას თავისთან ეპატიჟება. თუმცა, წარმატებულმა მსოფლიოს ჩემპიონატმა ბალკანელი ფეხბურთელი გააძვირა და შესაძლოა, ამ გარემოებამ ტრანსფერი ჩაშალოს.

“ბეშიქთაში” 29 წლის მცველის გასხვისებას 35 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში არ აპირებს. ჯერჯერობით “როხიბლანკოს” პასუხი ხსენებულ თანხაზე უცნობია.

ვიდამ აწ დასრულებულ მუნდიალზე 7 თამაშში მიიღო მონაწილეობა, გოლიც გაიტანა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. გასული სეზონი მან ჯერ კიევის “დინამოში”, ხოლო შემდეგ “ბეშიქთაშში” გაატარა, ჯამში 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.

0.121645