ხორვატიის ნაკრების მცველმა დეიან ლოვრენმა საფრანგეთის ნაკრები გააკრიტიკა. აღნიშნა, რომ მათ ერთფეროვანი ტაქტკით ითამაშეს და თავის შანსს ელოდებოდნენ.
„საფრანგეთზე უკეთ ვითამაშეთ. ისინი იდგნენ და თავის შანსს ელოდებოდნენ და გოლებს იტანდნენ. ტურნირის ყველა შეხვედრა ასე ჩაატარეს. ჩვენ მათ ყველა კომპონენტში ვაჯობეთ, ისინი ფეხბურთს არ თამაშობდნენ“ - განაცხადა ლოვრენმა.