ფეხბურთი

11:32 | 16.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანტუან გრიზმანი პანენკობას აპირებდა

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის თქმით, ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული, რომ მსოფლიოს ჩემპიონია.

ამასთან, გრიზმანმა პენალტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანენკას სტილში აპირებდა თერთმეტმეტრიანის შესრულებას:

“დარტყმის მომენტში ისე ვაპირებდი დარტყმას, როგორც ეს ზიდანმა გააკეთა (2006 წელს, ფინაში ზიდანმა ბუფონს პანენკას სტილში გაუტანა – რედ), მაგრამ ბოლო მომენტში ჩვეულებრივად დარტყმა გადავწყვიტე.

ძალიან ბედნიერი ვარ. ეს იყო რთული თამაში, ხორვატიამ შესანიშნავად ითამაშა. ვამაყობ ამ გუნდით და ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რა გავაკეთეთ. ახლა ერთი სული მაქვს, რომ გამარჯვება პარიზში ოჯახთან და გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნოთ”, - განაცხადა ნამატჩევს გრიზმანმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთმა ხორვატია 4:2 დაამარცხა, ხოლო გრიზმანმა 38-ე წუთზე პენალტის გატანა მოახერხა.

0.124769