საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხორვატია 4:2 დაამარცხა. რაფაელ ვარანი ისტორიაში გახდა მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
მსგავსი შედეგისთვის ვარანამდე სამ ფეხბურთელს მიუღწევია: რობერტო კარლოსი, კრისტიან კარამბე, სამი ხედირა. სამივე ფეხბურთელი „რეალში“ თამაშობდა.