ფეხბურთი

14:21 | 15.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანდერსონი "ვესტ ჰემის" ფეხბურთელია

"ლაციოს" აწ უკვე ყოფილი ბრაზილიელი ნახევარმცველი ფელიპე ანდერსონი "ვესტ ჰემის" ფეხბურთელი გახდა. როგორც ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელმა კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. Sky Sports-ი კი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ იტალიელებმა ტრანსფერში 42 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს და ანდერსონი 'ჩაქუჩების" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.

ანდერსონი "ლაციოს" 2013 წელს "სანტოსიდან" შეუერთდა და მას შემდეგ რომაული კლუბის მაისურით ჩატარებულ 177 შეხვედრაში თავი 34 გოლით და 42 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფელიპეს სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11367