ფეხბურთი

1:39 | 15.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარი "ჩელსიდან" წასვლაზე ალაპარაკდა: "ყველამ იცის ჩემი სურვილი"

ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი ლონდონის “ჩელსის” დატოვებას არ გამორიცხავს. როგორც 27 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, გადაწყვეტილებას კლუბთან ერთად მიიღებს.

“ჩემი მომავალი? – არ ვიცი. “ჩელსიში” 6 წელი გავატარე და შესაძლოა, მოვიდა დრო, რომ ახალი გამოწვევა მივიღო. შემიძლია გადავწყვიტო, დავრჩე თუ წავიდე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბი მიიღებს. მე ჩავატარე კარგი მუნდიალი და არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. ახლა შვებულებაში მივდივარ და ვნახოთ რა მოხდება.

მედიას ყოველ კვირაში ახალ გუნდში გადავყავარ. ერთი კვირა “რეალში”, მეორე კვირა “ბაიერნში”, მესამე კვირაში სხვა გუნდში, მაგრამ ყველამ იცის ჩემი სურვილის შესახებ”, - განაცხადა აზარმა.

შეგახსენებთ, ედენ აზარი “ჩელსის” ღირსებას 2012 წლიდან მოყოლებული იცავს. ბელგიელ შემტევს ბოლო პერიოდში მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” უკავშირებენ, თუმცა არახალია, რომ მისი სურვილი “სამეფო კლუბში” თამაშია.

აქვე გეტყვით, რომ აზარმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებში 3 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ბრინჯაოს მედალი მოიგო.

0.116152