გერმანული ფეხბურთის ლეგენდა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი კაპიტანი შტეფან ეფენბერგი ხორვატიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩს აქებს.
როგორც “ეფემ” განაცხადა, ხორვატი ნეიმარზე მაღალი დონის ფეხბურთელია:
“ვერასდროს გავიგებ “ბაიერნმა” მანჯუკიჩი რატომ გაყიდა. მარიო მსოფლიოს სამ საუკეთესო თავდამსხმელში შედის და გუნდისთვის ძალიან ბევრს მუშაობს. ახალგაზრდა რომ იყოს, მისი ფასი 200 მილიონი ევრო იქნებოდა. ჩემი აზრით, მანჯუკიჩი 10-ჯერ უკეთესია, ვიდრე ნეიმარი”, - განუცხადა ეფენბერგმა T-Online-ს.
შეგახსენებთ, მარიო მანჯუკიჩი და ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, რომელშიც საფრანგეთის ნაკრებს 15 ივლისს დაუპირისპირდებიან.