ამ წუთებში მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბელგია და ინგლისი ეთამაშებიან. პირველი ტაიმის შემდეგ რობერტო მარტინესის გუნდი იგებს - 1:0.
ეს ერთადერთი გოლი დასაწყისშივე, მეოთხე წუთზე გავიდა. რომელუ ლუკაკუს კარგი თამაშის შედეგად მარცხენა ფლანგიდან ნასერ შადლიმ ჩააწოდა კარის გასწვრი, სადაც დენი როუზს ტომას მუნიემ დასწრო და გაიტანა. მთლიანობაშიც, ბელგია უკთესად გამოიყურება და შედეგი ლოგიკურია.
თუმცა, წინ მეორე ტაიმია, რომელიც დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.