"ნიცას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ალასან პლეა კარიერას "გლადბახში" გააგრძელებს. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფრანგმა ფეხბურთელმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პლეას სანაცვლოდ "ნიცამ" 23 მილიონი ევრო მიიღო.
ალასანი "ლიონის" აკადემიის აღზრდილია და "ნიცას" 2014 წელს შეუერთდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა საგრძნობ პროგრესს მიაღწია, 135 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 35 საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ სეზონში პლეას სატრანსფერო ღირებულება 12-დან 18 მილიონ ევრომდე გაიზარდა.